ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგის და მეგობრის დავით ნარმანიას პოზიციამ, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
„გავოცდი ასეთი განცხადების გამო და მე მინდა ვთხოვო, ვურჩიო დავითს, რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ - თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არამხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია და ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს - მერებს, მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს - მაინცდამაინც რაიმე დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი ისტორია.
ყველა საკითხზე ყველას უნდა გვქონდეს პასუხი და უნდა შეგვეძლოს გავცეთ პასუხი, მათ შორის, უსაფუძვლო კითხვებს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კითხვაზე პასუხის არგაცემა ყველაზე ნოყიერი საფუძველია შემდგომი სპეკულაციებისა და ჭორებისთვის.
„მე მინდა დავინახო განვითარებული თბილისი, ათვისებული ტერიტორიები, გაშენებული ბაღები, ბოტანიკური თუ სხვაც, მინდა დავინახო აქტიური ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ ასევე მინდა ვხედავდე, რომ ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი მითქმა-მოთქმის საფუძვლების გარეშე. ამიტომ მეტი გარკვევა თუ სჭირდება ვინმეს, უნდა გაირკვას მეტად. ისიც ფაქტია, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს რაღაცა წარმოაჩინოს თავისთვის სასარგებლოდ, მაგრამ თუ ვინმე ზედმეტად აბუქებს არარსებულ პრობლემას, ამას სჭირდება ფაქტებით, დოკუმენტებით უარყოფა და არა ის, რომ მე არ მივალ სადმე და არ დაგელაპარაკებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.