მომწონს „ეს შენ გეხება“, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხება და კარგია, რომ ასეთ თემებზე არის აქტიურობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართულ არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
უსუფაშვილის თქმით, „ეს შენ გეხებას“ მიმართულებები არის საინტერესო და სწორი, თუმცა მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ჯერ არ იცნობს და გაცნობის შემდეგ უკეთ ჩამოყალიბდება საკუთარ პოზიციებში.
„ეს ახალი თემები არ არის, მათ ჰქონდათ მოსაზრებები, როდესაც ჩვენ ვიხილავდით შესაბამის კანონპროექტებს. დღეს შეხვედრაზე განვიხილეთ მათ მიერ მომზადებული სამი კანონპროექტი - ერთი, რომელიც ეხება უშიშროების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს. ეს ის საკითხია, რომელზეც პარლამენტმა თავად გამოთქვა სურვილი, მზაობა, რომ ეს უნდა გაკეთდეს, როდესაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო უშიშროების სამსახური; იქვე ვთქვით, რომ ეს გამოყოფა არის რეფორმის პირველი ნაბიჯი და ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები, როგორც შიდასტრუქტურული გაუმჯობესება და დახვეწა, ისე საპარლამენტო ზედამხედველობის კონტროლის მექანიზმების გაზრდა. ამ მიმართულებით არის კანონპროექტი. თავად პროექტი, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ იდეა და მიმართულება სწორია, ამიტომ ამ თემას, რა თქმა უნდა, ყურადღებით მოვეპყრობით. მეორე საკითხი ეხება მოსმენების თემას, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 2017 წლის მარტიდან ის მოდელი, რომელიც დღეს კანონშია, დაკარგავს ძალას და პარლამენტი უბრალოდ ვალდებული ვართ, მივიღოთ შესაბამისი ზომები. წარმოდგენილია ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ვერსია. არ ვიცი, ეს არის საუკეთესო ვერსია თუ შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, მაგრამ ამაზეც მუშაობა დასაწყებია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ მესამე წინადადებას, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის თაობაზე, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მეტ მხარდაჭერას საჭიროებს, ვიდრე მომავალ პარლამენტს აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.