დავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას მიმდინარე თვის განმავლობაში მიიღებს
06-05-2016, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ნონა თოდუას, თამარ ლალიაშვილსა და ანა დოლიძეს შეხვდა.

 

 

უსუფაშვილის აზრით, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას მიმდინარე თვის განმავლობაში მიიღებს.

 

 

„მოგეხსენებათ, სამივე მათგანი წარმოდგენილია პარლამენტში პრეზიდენტის მიერ, ახლა სიტყვა პარლამენტზეა. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მათთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით, რაც პარლამენტში მიმდინარეობს, იმიტომ რომ ბოლო დღეებში გაჩნდა გარკვეული კითხვები არსებულ თუ გასამართ კონსულტაციებთან დაკავშირებით. მე მათაც მოვახსენე და მინდა, ყველასთვის სრულიად ნათელი იყოს, რომ პროცესის ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერთადერთი ტიპის კონსულტაციები, ეს არის შიდაფრაქციული და შიდასაპარლამენტო კონსულტაციები, რომლებიც არის სრულიად აუცილებელი კოლეგიურ ორგანოში გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომ არანაირ სხვა ინსტიტუტებთან და სხვა დაწესებულებებთან არ არის საუბარი და არც შეიძლება იყოს, თუმცა, პარლამენტში, რა თქმა უნდა, როგორც კანონპროექტის განხილვას სჭირდება ხოლმე გარკვეული აზრთა შეჯერება, საკადრო საკითხების განხილვისთვისაც გარკვეული დრო იყო საჭირო.

 

 

ჩამოვყალიბდებით, ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე განსახილველად მომავალ კვირას გავა, თუ კიდევ ვინმეს სჭირდება კონსულტაციებისთვის და საკითხის შესასწავლად კიდევ დამატებით, ალბათ, მაქსიმუმ ორი კვირა, იმიტომ, რომ მგონია, მაისის ბოლომდე პარლამენტმა თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება შესაძლო გადაწყვეტილებებს, მე ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ეს არის კოლეგიური საკითხი, თითოეული კანდიდატის მოსამართლედ გამწესებას სჭირდება 76 ხმა. პირადად მე ვთვლი, რომ სამივე კანდიდატი არის ძალიან გამოცდილი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი და ისინი წაადგებოდნენ საქართველოს მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემას, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი და მე ვვარაუდობ, რომ ეს იქნება მაისის ბოლომდე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი