ზვიად კვაჭანტირაძე - „ნაციონალების” სიის პირველ ათეულში ჩემთვის ახალი სახე არც ერთი არ არის
06-05-2016, 07:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველ ათეულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ

 

ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიის პირველ ათეულში მოაზრებული ადამიანები დიდი ხანია ამ პარტიასთან ასოცირდებიან.

 

კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ ”ნაციონალების” სავარაუდო სიაში ახალ სახეებს ვერ ხედავს.

 

„ის პიროვნებები, რომლებიც დასახელდნენ, არ არიან ახალი სახეები. რომელი ერთი არ იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული?! როგორ შეიძლება თქმა, რომ გიორგი ქადაგიძე იყო აპოლიტიკური და არ იყო ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაჯაჭვული, ან რომელიმე მათგანი, ვინც დასახელდა? ერთი იყო ცნობილი პიროვნებების ადვოკატი, მეორე კიდევ ”ნაციონალების” აპოლოგეტი. ასე რომ, ჩემთვის ახალი სახე არც ერთი არ არის,“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

 

გაზეთ ”რეზონანსის” ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ასეთი იქნება: 1 - დავით ბაქრაძე; 2 - რომან გოცირიძე; 3 - გიორგი ქადაგიძე; 4 - ელენე ხოშტარია; 5 - სალომე სამადაშვილი; 6 - გიორგი კანდელაკი; 7 - ზაზა ბიბილაშვილი; 8 - ნიკა მელია; 9 - ირაკლი აბესაძე; 10 - ოთარ კახიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი