თერჯოლის კულტურის სახლში აკადემიკოს ზურაბ რობაქიძის საიუბილეო საღამო გაიმართა
06-05-2016, 07:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის კულტურის სახლში აკადემიკოს ზურაბ რობაქიძის საიუბილეო საღამო გაიმართა. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსსა და თერჯოლის საპატიო მოქალაქეს 85 წელი შეუსრულდა.

 


საიუბილეო საღამოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ზურაბ რობაქიძის ოჯახის წევრები, თანაკლასელები, კოლეგები და პაციენტები ესწრებოდნენ.

 


ზურაბ რობაქიძეს 85 წლის იუბილე მეგობრებმა და მომღერლებმა, ნუგზარ კვაშალმა, ვახტანგ ტატიშვილმა, ზურაბ დოიჯაშვილმა მიულოცეს.

 


საიუბილეო საღამო მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

 


,,ცხოვრებას თავისი კანონები აქვს, ზოგი დაწერილი, ზოგი-დაუწერელი, ზოგჯერ პარადოქსულიც შეიძლება იყოს ეს კანონები, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ჩემი ღმერთი მუდამ ჩემთან არის და ვმორჩილებ მის შეგონებას-ვიყო სიკეთის მსახური“-აცხადებს ზურაბ რობაქიძე.

 


ზურაბ რობაქიძე 1957 წლიდან მოღვაწეობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დარგში, არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2006 წლიდან არის საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი. ითვლება საქართველოში კომპონენტური ჰემოტერაპიის ერთ-ერთ მოთავედ. ზურაბ რობაქიძე აქტიურად მონაწილეობს უცხოეთში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში. ვაშინგტონში პროფესორთა მშვიდობის მსოფლიო აკადემიის მეშვიდე კონგრესზე ზურაბ რობაქიძე მსოფლიო აკადემიის წევრად აირჩიეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი