ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. როგორც კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, 10:00 სთ-ისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 117,409-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.84 %-ია. უშუალოდ თბილისში, უბნებზე, მოცემული დროისთვის 63,253 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც თბილისში ამორმჩეველთა საერთო რაოდენობის 6.9%-ია.
"ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა, 24 -საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის "ცხელი ხაზი" – 2 51 00 51 და ონლაინოპერატორი. გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია", – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ ცესკო მოსახლეობას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.