ირაკლი ალასანია: თუ დადასტურდა რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა მოსამართლეების გადაწყვეტილებებში, ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას ფიზიკურადაც
06-05-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლას ქუჩის აქციებით დავიწყებთ, - განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ”ტვ პირველის” ეთერში ე.წ კაბელების საქმეზე კომენტირებისას.

 

 

”იმედი მაქვს, იზიარებს დღევანდელი პრემიერი, მთავრობა და ასევე სასამართლო ხელისუფლება, რომ ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქართულ სახელმწიფოს თუკი დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა მოსამართლეების გადაწყვეტილებებში. ეს იქნება რეალურად საბოლოო წვეთი, რომ მოვლენები გადავიდეს ახალ ფაზაში და ეს ფაზა იქნება ის, რომ მე მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ფიზიკურადაც.

მე დავიწყებ ხალხის მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში, იმიტომ რომ ეს იქნება ბოლო წვეთი მოთმინების, რომელიც დამოუკიდებლობის მოყვარე ხალხს დაეცემა,” -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ირაკლი ალასანია ასევე გამოეხმაურა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებას.

 

 

”პროკურორი შოთაძის განცხადება ემსახურება იმას, რომ შექმნას საზოგადოებაში წარმოდგენა იმაზე, რომ კაბელების საქმე დასრულდება პროკურატურის სასარგებლოდ. ერთის მხრივ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე,” - განაცხადა ალასანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი