ალეკო ელისაშვილი - დავით უსუფაშვილის განცხადება პირდაპირი მინიშნებაა ნარმანიას იმპიჩმენტზე
06-05-2016, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალეკო ელისაშვილი ნარმანიას მიმართ დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის პირდაპირი მინიშნება ნარმანიას იმპიჩმენტზე, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

 

"კულისები არ ვიცი, რა გადაწყვეტილებებს იღებენ "რესპუბლიკურ პარტიაში" ან "ქართულ ოცნებაში", თუმცა, ზუსტად ასე აღვიქვი და ნამდვილად ღირსია ნარმანია იმპიჩმენტის, თუნდაც ამ განცხადების გამო. დარწმუნებული ვარ, საკრებულოს უმრავლესობაც შეურაცხყოფილი იქნება ნარმანიას ამ განცხადებით. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, არა თბილისის მერის, არამედ საკრებულოს გადასაწყვეტია, რამდენჯერ და როდის მოვა თბილისის მერი საკრებულოში. ნარმანიამ შეურაცხყოფა მოგვაყენა მთელ საკრებულოს და შესაბამისად, მთელ თბილისს. აშკარა იყო პარლამენტის თავმჯდომარის მინიშნება იმპიჩმენტთან დაკავშირებით",- განაცხადა ელისაშვილმა.

 

მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატების 17 ხმაა საჭირო, რათა დედაქალაქის მერი დაიბარონ. ელისაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს "რესპუბლიკური ფრაქციის" წარმომადგენლები ჭოჭმანობდნენ აქამდე, თუმცა უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, ისინი შეუერთდებიან საკრებულოში დავით ნარმანიას დაბარების მოთხოვნას.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ განაცხადა, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისასვლელად გამონაკლისს არ დაუშვებს. მისი თქმით, საკრებულოში აუცილებლად მივა, ოღონდ დეკემბერში, როდესაც თბილისის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

 

აღნიშნული საკითხის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ თუ დავით ნარმანია საკრებულოში არ მივა, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი