თამარ ლალიაშვილი: 20 წლის წინათ, ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯა არ მომითხოვია
06-05-2016, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თამარ ლალიაშვილი ზვიად ძიძიგურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 20 წლის წინათ, ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯა არ მოუთხოვია.

 


”1996 წელს გაიმართა ლოთი ქობალიას პროცესი. მას ძალიან მძიმე ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი და მათ შორის ბრალდებულის სახით იყო ზვიად ძიძიგური. პარალელურად ამ საქმეში მე და პროკურორი ვალერიან წერეთელი ვმონაწილეობდით. საქმის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოირკვა, მაშინ სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო სიკვდილით დასჯა, მე მაშინაც და დღესაც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ სასჯელის. როცა დადგა საკითხი შესაბამისი მტკიცებულებების გამოკვლევის, ამ სასჯელების პროკურორის მიერ მოთხოვნის თაობაზე, მე მაშინ მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს განვუცხადე უარი, რომ ამ სასჯელს არ მოვითხოვდი, რის გამოც გამათავისუფლეს და ამ საქმეზე პროკურორი აღარ ვიყავი”, - განაცხადა ლალიაშვილმა.

 

 

"კონსერვატიული პარტიის" წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი თამარ ლალიაშვილი 20 წლის წინ მისი დაკავების საქმეზე ბრალმდებელი იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი