ბიძინა ივანიშვილი მზადაა, მის მიერ დაწყებული 8 კონკრეტული პროექტი ინვესტორებს გადასცეს
06-05-2016, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ინვესტირებით 8 ახალი პროექტი ხორციელდება, - განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ.

 

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, აღნიშნული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს.

 

”პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებით, ყოველგვარი კომერციული სარგებლის გარეშე გადასცეს აღნიშნული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორს, რომელიც მოცემული პირობების ფარგლებში შეძლებს აღნიშნული პროექტების განვითარებას”, - განაცხადა ქარსელაძემ.

 

ქარსელაძემ დღესვე საზოგადოებას პროექტების სია გააცნო. კერძოდ ხორციელდება პროექტები - 1. სასტუმრო შეკვეთილი, ინვესტიციის მოცულობა, 75მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2016 წელს; 2. სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა 9 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2017 წელს; 3. II სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს; 4.სასტუმრო "თავისუფლების მოედანი", ინვესტიციის მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 5.თაბორის პროექტი, ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 6.სასტუმრო "განმუხური", ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 7. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "მაგნოლია", ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს; 8.სასტუმრო სოლოლაკი, ინვესტიციის მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი