გია ვოლსკი: ვურჩევდი დედაქალაქის მერს მივიდეს საკრებულოში
06-05-2016, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ვურჩევდი დედაქალაქის მერს მივიდეს საკრებულოში და მიაწოდოს ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ დასამალი არაფერია" - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას გააკეთა.

 

 

ვოლსკის თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელება იგეგმება და ამ საკითხზე არამარტო ნარმანიამ, არამედ პრეს-სამსახურებმაც ხმამაღალი განცხადებები უნდა გააკეთონ. გიორგი ვოლსკიმ თბილისის მერს უსურვა, ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს დედაქალაქის საკრებულოსთან.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, გაოცებულია თბილისის მერის განცხადებით, რომ დეკემბრამდე არ აპირებს საკრებულოში მისვლას. უსუფაშვილი ნარმანიას შეახსენებს, რომ დეკემბრის შემდეგ შესაძლოა უკვე საკრებულოს და სხვებსაც აღარ მოუნდეთ მისი მოსმენა. თბილისის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი დავით ნარმანიას მისვლას დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხის განსახილველად ითხოვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი