საქართველოში პირველად არჩევნების მეორე ტური იმართება; მეორე ტურის გამართვით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ მოწოდებული, რეალური დემოკრატია ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოში.
"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოწოდებული ვართ ქვეყანაში რეალური დემოკრატიის აშენებისკენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველგან ვლიდერობთ და ყველგან გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ხმა მივეცი ჩემი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ხალხის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას და იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაზე", – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში წარიმართება. მან ასევე კომენტარი გააკეთა ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების გადამზადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროცესი კარგად ორგანიზებული იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პროცესი ხელს შეუწყობს საჯარო მოხეელეების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და ქვეყნის გაძლიერებას.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ბიზნესკომპანიების ინიციატივას, არჩევნების დღეს ფასდაკლების დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ კერძო კომპანიების აქტივობას მიესალმება, თუმცა საარჩევნო ფასდაკლების გამოყენებას არ აპირებს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი მე–11 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.