მიხეილ სააკაშვილი - ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ
06-05-2016, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აჭარის რეგიონალურ არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე.

 

მიხეილ სააკაშვილმა 12 წლის წინ აჭარაში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა. ”დღეს 6 მაისია. 12 წლის წინ ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალი, თვითგამოცხადებული ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე, რუსი გენერლის ნეტკაჩიოვის და ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის მხარდაჭერით ღიად აღარ ემორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლებას; მისმა კერძო არმიამ ნეტკაჩოვის მეთაურობით არ გამატარა უკანონო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადმინისტრაციულ საზღვართან, მაგრამ აბაშიძე იძულებული გახდა გაქცეულიყო ბათუმიდან . 6 მაისსვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შეყვანილი იქნა საქართველოს სამხედრო შენაერთები”, -აცხადებს სააკაშვილი.

 

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ პირველივე დღიდან აჭარის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ვარშალომიძის მეთაურობით შეუდგა რეგიონის ინტენსიურ განვითარებას.

 

”რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის შედეგად აჭარა ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონად იქცა. მისი წასვლის შემდეგ ლევანის პროექტების უმრავლესობა შეჩერდა და არ დაწყებულა პრაქტიკულად არცერთი ახალი მასშტაბური პროექტი. როიალ კარრიბიანის პორტის, ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხულოს სათხილამურო კურორტის შემდგომი განვითარების, მერიაში აეროპორტის გადატანის, გონიოს ხიდისა და ბათუმის ბულვარის ორჯერ გაგრძელების პროექტი, ასეულობით ტურისტული ობიექტის მშენებლობის შეჩერების შედეგად დაიკარგა ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ…

 

დღეს, ლევანი ჩემთანაა სტუმრად. 8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე”, - წერს სააკაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი