ე.წ კაბელების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 11 მაისს გამოაცხადოს
06-05-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ კაბელების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 11 მაისს გამოაცხადოს. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ პროკურორებს - სახელმწიფო ბრალდების მხარეს საბოლოო რეპლიკის უფლება ჰქონდა, თუმცა ამით არ ისარგებლეს.

 

 

დაცვის მხარის შუამდგომლობით, პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო. ბრალდებულები დასკვნით სიტყვას სწორედ 11 მაისს დაგეგმილ პროცესზე წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროთ გავა.

 


არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება სწორედ 11 მაისს გამოაცხადოს.

 


როგორც დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, მათი მოლოდინია, რომ მოსამართლე ბრალდებულთა მიმართ მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

 


„დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში დაასაბუთა როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისი, რომ ბრალდებულები არიან აბსოლუტურად უდანაშაულოები, ბრალდების მხარეს არ გააჩნია არავითარი პოზიცია, მათ რეპლიკაც კი ვერ წარმოთქვეს სასამართლო პროცესზე. მე მგონი, არ რჩება არავითარი კითხვის ნიშანი იმის თაობაზე, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი