8-9 მაისს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების გატარების ფარგლებში, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთავს უკავშირდება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც მოქალაქეთა მიმოსვლა გამარტივებულია, მოქალაქეთა გატარება აღარ მოხდება.
მათივე ინფორმაციით, გამშვები პუნქტები 10 მაისის 07:00 საათიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.