”ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარე - რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოუხადონ მუსლიმ თემს
07-05-2016, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა პარლამენტში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთეს. მისი თქმით,
სახელმწიფო მოხელის ასეთი არაკორექტული და გაუაზრებელი განცხადება დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და მის მარგინალიზაციას ხელს შეუწყობს.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოდიში მოუხადოს მუსლიმ თემს თავისი ცილისმწამებლურ განცხადების გამო. გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან:

 

”ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო მოხელის ასეთი არაკორექტული და გაუაზრებელი განცხადება დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს მის მარგინალიზაციას. აღნიშნული განცხადებები რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს იმ პოლიტიკის ნათელი ლუსტრაციაა, რომელიც მთლიანად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და რელიგიური ორგანიზაციებისა და თემის კონტროლისკენაა მიმართული.

 

სააგენტოს განცხადებები საკუთარი უფლებებისა და თანასწორობისთვის მუსლიმი თემის მცდელობების დასუსტებისკენაა მიმართული.

 

ვიმედოვნებ ამ განცხადებას მიეცემა საზოგადოების სამართლიანად მკაცრი შეფასება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრის სათანადოდ გაიაზრებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადების პათოსსა და შინაარს და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს მასზე. არსებითია მთავრობამ გადახედოს სააგენტოს საქმიანობას და პოლიტიკას, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებს. ამასთან, არსებითი მგონია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოდიში მოუხადონ მუსლიმ თემს თავისი ცილისმწამებლურ განცხადების გამო”, - ნათქვამია ”ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი