საგარეო უწყება - საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სწავლება გამართოს
07-05-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება, - ნათქვამია საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც დიპლომატიური უწყება, სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2016"-ის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ და ანალოგური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა.

 

”როგორც ქართული და ამერიკული მხარის მიერ წინასწარვე იქნა გაცხადებული, ვაზიანში დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი აღჭურვილობითა და საბრძოლო და უზრუნველყოფის ტექნიკით. სწავლება მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება. ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები.

 

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ. ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. მსგავსი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამავდროულად, ნატო-სთან თავსებადობა საქართველოს დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

 

კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია და ჩვენი არაერთხელ გაცხადებული პოზიციაა და მიზანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტმა, 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2016" შესახებ 6 მაისს გაავრცელა, სადაც რუსული მხარე აღნიშნულ წვრთნებს "ნატო-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად" და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი