აქციაზე, რომელზეც „პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის დამოუკუდებული დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, სადაც პროექტ ”პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს. ამის უფლებას მათ სამართალდამცველენი არ აძლევდნენ.
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პოლიციის კორდონს მიაწვნენ. სწორედ ამ მომენტში სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს გზა გადაუღობეს და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ აქციის დაკავებული მონაწილეები სამართალდამცველებს წაეყვანათ.
ამ დროისთვის კოჯრის გზატკეცილზე, „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.