პრეზიდენტი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს
12-07-2014, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

 


როგორც პრეზიდენტმა ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, დღეს მან ხმა საქართველოში ახალი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას მისცა.

 


მისი თქმით, თვითმმართველობა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმაა, სადაც ხალხი თავის ცხოვრებას ქალაქის, სოფლის, დაბის დონეზე რეალურად მართავს.

 


"მინდა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოვუწოდო. საარჩევნო უბანზე მისვლით ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ ვემსახურებით ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არა პოლიტიკოსებისთვის ვაკეთებთ არჩევანს, არამედ ვქირაობთ მათ იმისთვის, რომ ჩვენ გვემსახურონ. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალური აქტიურობისკენ" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დღეს, რვა თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ტარდება. თბილისის მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია იბრძვიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი