აქციის მონაწილეები, რომლებიც „პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებენ, აქციის გაგრძელებას შს სამინისტროს შენობასთან გეგმავენ.
ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ აქციაზე დაკავებულები შს სამინისტროს შენობაში არიან გადაყვანილები და აქციის მონაწილეები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შს სამინისტროს შენობისკენ მიემართებიან.
24 არასამთავრობო ორგანიზაციის საპროტესტო აქცია თავდაპირველად კოჯრის გზატკეცილზე იმ ადგილზე დაწყო, სადაც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს.
აქციაზე ექვსი ადამიანი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადმოინაცვლეს. ამ დროისთვის ივანიშვილის სახლთან აქცია დასრულებულია. მისი მონაწილეები აქციის გაგრძელებას შს სამინისტროს შენობასთან გეგმავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.