„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, - განაცხადა ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ , რომელიც შს სამინისტროს შენობაში დაკავებულებს შეხვდა.
ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შსს-ს შენობაში არის 5 დაკავებული, ხოლო მეექვსე, ალეკო ელისაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხუთ დაკავებულს ბრალი ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„მეექვსე დაკავებულს ვერ შევხვდი. ალეკო ელისაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი. ხუთი მათგანიც იქ გადაყავთ. ამიტომ ჩვენ ახლა სასამართლოში მივემართებით“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. მისივე თქმით, მასალები უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში და უკვე სასამართლო თავად განსაზღვრავს როდის ჩაინიშნება პროცესი.
ქურდოვანიძის განმარტებით, აღნიშნული მუხლი ჯარიმას 250-დან 2 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.