შინაგან საქმეთა სამინისტრო ”პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, „პარტიზანი მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს: იოსებ ხ., გიორგი ა., კონსტანტინე გ., ალექსანდრე ე. და ირაკლი კ.
შსს-ს ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
საგამოძიებოს უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილე გიორგი ა.-ხ მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით.
”პარტიზანი მებაღეების” ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ირაკლი კიკილაშვილი, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე, იოსებ ხიმშიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.