12:00 საათისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15.09%-მა მიიღო
12-07-2014, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 12:00 საათისთვის, 258 789-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15.09%-ია.

 

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყველაზე აქტიური რაიონი კვლავ ხონია, ხოლო ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები აქტივობა, ისევ ბათუმში ფიქსირდება.

 

 

როგორც ცესკო-ს საინფორმაციო ბრიფინგზე აღინიშნა, თბილისში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 135 107-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც დედაქალაქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14.7%-ია.

 

 

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ყვარელში - 14%, თელავში - 12.2%, ახმეტაში - 18.6%, თიანეთში - 18.8%, რუსთავში - 16.1%, მცხეთაში - 20.2%, გორში - 13.9%, თერჯოლაში - 21%, ბაღდათში - 18.9%, ხონში - 28.4%, ტყიბულში - 21.9%, ოზურგეთში - 24.5%, ლანჩხუთში - 25.1%, მარტვილში - 15%, ფოთში - 14.6%, ბათუმში - 10.7%, ქობულეთში - 12% და ხულოში - 14.8% ფიქსირდება.

 

 

ამომრჩეველთა აქტივობაზე განახლებულ ინფორმაციას ცესკო 15:30 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე წარადგენს.

 


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დღეს, რვა თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ტარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი