ლონდონის ახლად არჩეულმა მერმა სადიყ ხანმა ფიცი დადო
07-05-2016, 08:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახლადარჩეულმა ლონდონის მერმა სადიყ ხანმა საუსვორკის ტაძარში ცერემონიალზე, რომელსაც ლეიბორისტების ყოფილი ლიდერი ედ მილიბანდი და ბარონესა დორენ ლოურენსი ესწრებოდნენ, ფიცი დადო და განაცხადა: „მზად ვარ თავდაუზოგავად ვემსახურო ყველაზე მეტად გამჭვირვალე, ჩართულ და ხელმისაწვდომ ადმინისტრაციას და როგორც ლონდონის მერი ვიყო საზოგადოების თითოეული წევრის და ქალაქის ყველა ნაწილის წარმომადგენელი.“

 

ხანმა განაცხადა, რომ იგი უარს იტყვის იყოს ლეიბორისტული პარტიის პარლამენტის წევრი.

 

1,310,143 ხმით მან დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პოლიტიკოსებს შორის ყველაზე დიდი მანდატი მიიღო. ხანმა მისი მოწინააღმდეგე, კონსერვატორი ზაკ გოლდსმიტი 13.6%-ით დაამარცხა და ლონდონის პირველი მუსლიმი მერი გახდა. 

 

ავტობუსის პაკისტანელი მძღოლის შვილი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიზარდა. მან თქვა, რომ არასოდეს უოცნებია გამხდარიყო ლონდონის მერი.


მოკლული შავი თინეიჯერის სტივენის დედამ, ბარონესა ლოურენსმა განაცხადა: „მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რომ მეყოლებოდა მერი, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იქნებოდა.“

 

სადიყ ხანი პაკისტანიდან დიდ ბრიტანეთში ემიგრირებული ოჯახის 8 შვილიდან, მეხუთეა. სადიყი, მისი მშობლების ლონდონში ემიგრაციის შემდეგ მალევე დაიბადა. მამამისი გარდაცვალებამდე, 25 წლის განმავლობაში ავტობუსის მძღოლი იყო, ხოლო დედამისი მკერავი. ოჯახი დღემდე უგზავნის ფულად დახმარებას პაკისტანში მცხოვრებ ნათესავებს. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი