თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამაზ მეჭიაურს მიმართავს, განმარტოს სად და როდის გახიზნა მან შვილები. აღნიშნულის შესახებ თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ამ ბატონისგან კატეგორიულად მოვითხოვ პასუხს, სად და როდის გავხიზნე ჩემი შვილები, ან როცა მათ საფრთხე ემუქრეოდათ ის თავად სად იყო, რომელი ჩირგვის ძირში?“, - წერს ხიდაშელი.
მისივე თქმით, მეჭიაურის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება პირველად რომ ხდებოდეს, „გაატარებდა“.
„ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ ფორმას იღებს უკვე. არავითარი ვალდებულება არ მაქვს ვიჯდე და ვისმინო აბდაუბდა. რამდენიმე წუთის წინ გავიგე ბატონ მეჭიაურს უბრძანებია, მე ამ გადაწყვეტილების მიმღებებისგან განსხვავებით შვილები არ მყავს გახიზნული და ქვეყნის ბედი მაღელვებსო. ქვეყნის ბედზე, რუსულ არჩევანზე, შიშზე, ბაბაია დაუძახეზე სხვა დროს.
ეს ამბავი პირველი რომ იყოს გავატარებდი ალბათ მაგრამ ამ ბატონისგან კატეგორიულად მოვითხოვ პასუხს სად და როდის გავხიზნე ჩემი შვილები, ან როცა მათ საფრთხე ემუქრეოდათ ის თავად სად იყო, რომელი ჩირგვის ძირში?
მე ყველა გავაფრთხილე არავითარ კონტექსტში არასოდეს ჩემი შვილები არ ახსენოთ, პასუხს მოგთხვთ-თქო.
ხოდა პატივცეულო მედია, იქნებ გადასცეთ ჩემი კითხვა და დაჟინებით ითხოვოთ მისამართი!“ - წერს თინა ხიდაშელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.