ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს თუ მის სუვერენიტეტს საფრთხე არ დაემუქრება. ამის შესახებ BBC ჩრდილო კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდობით წერს.
ჩრდილო კორეამ ბირთვული იარაღი პირველად 2006 წელს გამოსცადა, მას შემდეგ რაც 2003 წელს საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამოვიდა. მან სამხრეთ კორეის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ბირთვული თავდასხმის მუქარის განცხადებები არაერთხელ გააკეთა, მაგრამ კიმ ჩენ ინმა, გავრცელებული ცნობით, ფხენიანში მშრომელთა პარტიის კონგრესზე, რომელიც 1980 წლის შემდეგ პირველად იმართება, განაცხადა, რომ მას სურს მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება მანამდე მტრულ ქვეყნებთან.
ჩრდილო კორეაში მყოფი BBC -ს კორესპონდენტი იუწყება, რომ კიმ ჩენ ინი ჩვეულებრივ, შერეულ გზავნილებს აგზავნის და ქვეყანა ახალი ბირთვული გამოცდისთვის ემზადება.
სახელმწიფო მედია ქვეყნის ლიდერის გამონათქვამების ციტირებას ახდენს, სადაც აღნიშნულია, რომ უფრო მეტი მოლაპარაკებები იქნება სამხრეთ კორეასთან, რათა ჩამოყალიბდეს ნდობა და ურთიერთგაგება.
კიმის სიტყვებით, ქვეყანა „პატიოსნად აკმაყოფილებს მის ვალდებულებებს [ბირთვული იარაღის] გაუვრცელებლობის თაობაზე და ბრძოლობს მსოფლიოს ბირთვული იარაღის გარეშე არსებობისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.