სამების საკათედრო ტაძარში კვირაცხოვლობის დღესასწაული მრევლს საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიულოცა.
„ეს დღესასწაული იმდენად დიდია – ეს კვირიაკე, რომ მას ბერძნულად ანტიპასხო -პასექის აღდგომის თანატოლი დღესასწაული ეწოდება. ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა მოგცეთ თქვენ და საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღეს რამდენიმე გვარი დალოცა: ზუმბაძეები, ტყებუჩავები, ოხანაშვილები, ფიფიები, დალაქიშვილები, ქაცარიძეები, შვანგირაძეები და კეშელავები.
ილია მეორემ ასევე დალოცა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ბატალიონი და მისი მეთაური სერგო ძაგნიძე, ასევე საქველმოქმედო ფონდი „სავსე გულით“, რომელიც პატიმრებისა და ემიგრანტების ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.