გიორგი მარგველაშვილი: ვიყოთ აქტიური მოქალაქეები - გავაკონტროლოთ პოლიტიკოსები, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები
08-05-2016, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ ფინალურ ტურს დაესწრნენ. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციას ისახავს.

 


გიორგი მარგველაშვილმა კონკურსით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ქმნიან და ქვეყნის ძირითად კანონს აცოცხლებენ, რაც სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

 


„სახელმწიფოს მშენებლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ჩართულობა და ის ძირითადი თამაშის წესებია, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ და ვმუშაობთ - ეს არის ჩვენი კონსტიტუცია.

 


მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად იყოს ჩართული ქვეყნის შექმნაში და ამას არ აკეთებდეს მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მთავრობა.

პოლიტიკოსები, რომლებსაც დავალებას არ აძლევს ხალხი და საზოგადოება, იკეტებიან თავიანთ ურთიერთობებში და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა დავალება აქვთ ხალხისაგან და საზოგადოებისაგან მიღებული.

 


ამ ურთიერთობის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, როდესაც თითოეული მოქალაქე ქმნის ერთიან ქვეყანას, არის კონსტიტუცია. თქვენ დღეს ამ დოკუმენტს აცოცხლებთ. კონსტიტუცია თქვენს ხელში ცოცხალი დოკუმენტი ხდება, რომელიც მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში კი არ გამოიყენება, არამედ არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად ვახერხებთ, ვიყოთ აქტიური მოქალაქეები - გავაკონტროლოთ პოლიტიკოსები, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები, პატრიოტული მიზნები და ღირებულებები შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში.

 

 

ამას აკეთებთ დღეს თქვენ, რადგან თქვენ მასში თქვენს შემოქმედებას დებთ. პოლიტიკურად ეს ერთერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. თქვენ დღეს ფიქრობთ ხვალინდელ საქართველოზე.

 


მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება. მე მინდა ვიგრძნო თქვენგან, რომ თითოეული თქვენგანი, ხვალაც იქნებით თავისუფალი ადამიანის მიერ თავისუფალი ქვეყნის შექმნის პროცესის მონაწილე.

 


მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, ჩემმა თაობამ შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახადა, თავისი პრობლემებითა და სირთულეებით, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი და მე მჯერა, რომ თქვენი თაობა ჩვენი თანამონაწილეობით შეძლებს თავისუფალი საქართველოს შექმნას“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსის“მე და კონსტიტუცია“ ფინალისტებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი