ჩვენი გზა არის მარტო ევროპისკენ, - განაცხადა ''საქართველოს განვითარების ფონდის'' დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ რიყის პარკში, სადაც ევროპის დღეები გაიხსნა.
'გილოცავთ ევროპის დღეების გახსნას საქართველოში. მართლაც ძალიან კარგი დღეა დღეს'', - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ევროპის დღეები დღეს გაიხსნა და 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.