დაგეგმილი წვრთნები და მასზე გამოხმაურებები პირდაპირ მიანიშნებს, თუ ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას, - აღნიშნული განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
„საქართველოში დაგეგმილი წვრთნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, საქართველოს თავსებადობას ამერიკულ ჯართან, რაც არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ საქართველოში დაგეგმილ წვრთნებს პროვოკაციული უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.