ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ეს არ არის პროვოკაცია, ეს არის კარგი მაგალითი ჩვენი მეგობრობისა უსაფრთხოების კუთხით
08-05-2016, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში 150 სამხედროს გამოგზავნა გადაწყვიტა, - აცხადებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ.

 

 

„ჩვენ ნამდვილად ძალიან ვამაყობთ Noble Partner-ში მონაწილეობის მიღებით. მიგვაჩნია , რომ ეს არ არის პროვოკაცია, არამედ არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობისა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება. პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი მოსაზრებით, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთს შორის.

 

 

ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს სამხედრო პარტნიორობას“, - აღნიშნა ელჩმა. „ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის დანაკარგს, რომელიც მან ბრძოლის ველზე, ბრიტანელ, ამერიკელ და სხვა სამხედროებთან ერთად გაიღო“, - აცხადებს ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დაგეგმილ წვრთნებს პროვოკაციული უწოდა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი