პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოქმედი ხელისუფლება დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ტრადიციას ამკვიდრებს.
როგორც მან კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან, მისივე შეფასებით, მოქმედმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეალური დემოკრატიის მშენებლობისკენაა მოწოდებული.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გაიმარჯვა დღეს, მთავარია, რომ ქვეყანამ გაიმარჯვა.
"მეორე ტური ჩვენი ხელისუფლების პირობებში, წარმატებით ჩატარდა. მინდა ვაცნობო მოსახლეობას, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ყველა ამომრჩეველს საკუთრი ნების გამოხატვის საშუალება მიეცა. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ტრადიციას" - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" მეორე ტურშიც გაიმარჯვებს. კოალიციის წევრებმა კი, მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თავდაუზოგავად იბრძოლონ და საქართველოს ყველა კუთხე განვითარდეს.
პრემიერი ამომრჩევლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მის ხელმძღვანელობას, საარჩევნო ოლქების ხელმძღვანელებს, კოალიციის საარჩევნო შტაბის უფროსს და შტაბის თითოეულ წევრს განსაკუთრებულ მადლობა უხდის.
"ამ ხალხმა 24 საათიან რეჟიმში იმუშავა, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარებულიყო ისე, როგორც 15 ივნისს ჩატარდა და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურსაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ისეთივე შეფასებები მოყვება, როგორც პირველ ტურთან დაკავშირებით" - განაცხადა პრემიერმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. მეორე ტური რვა თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში დღეს ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.