ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილმა ფინალში უნგრელი მიკლოშ კირჟენიკსი იპონით 36 წამში დაამარცხა.
ღვინიაშვილმა პირველ წრეში საემიროების წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს იპონით სძლია. შემდეგ კი ასევე სუფთად ჯერ მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონი ელხან მამადოვი დაამარცხა, შემდეგ კი - აზიის ჩემპიონი ირანელი ჯავად მაჰჯოუბი.
1/4-ფინალში ბექა ღვინიაშვილმა გერმანელ, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანს, დმიტრი პეტერსს სძლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.