ვიზალიბერალიზაციის პროცესი ზაფხულში წარმატებით დასრულდება, ყოველდღიური შეხვედრები ამის საფუძველს მაძლევს - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
'დღეს საქართველოს უწევს ბევრად მეტი სირთულის გადალახვა ამ პროცესში, ვიდრე, მაგალითად, ეს მოლდოვას შემთხვევაში იყო”, - აღნიშნავს მინისტრი.
მიხეილ ჯანელიძე ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრების განცხადებებსაც ეხმაურებს და განმარტავს, რომ პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს არც ”ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკური ჯგუფისა და არც ევროპარლამენტის ერთიან პოზიციებს.
”აპრილში სტრასბურგში, ევროპარლამენტში ჩემი ვიზიტის დროს შეხვედრები გავმართე, როგორც ”ევროპის სახალხო პარტიის”, ასევე ევროპის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპული ინტეგრაციისთვის აქტიური მხარდაჭერა და ასევე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულად მინიჭების მზაობა. ასევე, ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტში უკვე გაიმართა პირველი მოსმენა, სადაც მომხსენებელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ”ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენელი იყო და ამ განხილვის დროსაც ნათლად გამოჩნდა საქართველოს საკითხისთვის სრული მხარდაჭერა”, - აღნიშნა ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.