ევროკავშირის საბჭო 11 მაისს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს
09-05-2016, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის საბჭო 11 მაისს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია.

 


”ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა პროცესი და პროცედურა ორივე ორგანოში - როგორც პარლამენტში, ასევე საბჭოში. დანიშნულია 11 მაისს ევროკავშირის საბჭოში კიდევ ერთი განხილვა და ასევე შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ჯერჯერობით არანაირი ცვლილება ამ გეგმებსა და გაცხადებულ დღის წესრიგში არ არის”, - განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი