ცესკო-ს მონაცემების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი აქტივობა ხონში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 62.4%-მა მიიღო, ყველაზე დაბალი აქტივობა კი იყო ბათუმში, სადაც არჩევნებზე ამომრჩეველთა 26,01% მივიდა.
რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, 20.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო - მთაწმინდაზე - 41,78%, ვაკეში - 38,89%, საბურთალოზე - 36,04 %, კრწანისში - 33,99%, ისანში - 29,9%, სამგორში - 30,45%, ჩუღურეთში - 35,98%, დიდუბეში - 38,69%, ნაძალადევში - 33,97%, გლდანში - 31,91%, ყვარელში - 38,87%, თელავში - 37,01%, ახმეტაში - 48,45%, თიანეთში - 55,76%, რუსთავში - 34,12%, მცხეთაში - 47,41%, გორში - 39,56%, თერჯოლაში - 54,34 %, ბაღდათში - 44,72 %, ხონში - 62,4%, ტყიბულში - 41,82%, ოზურგეთში - 50,88%, ლანჩხუთში - 52,12 %, მარტვილში - 37,08 %, ფოთში - 31,37%, ბათუმში - 26,01%, ქობულეთში - 27,74% და ხულოში - 44,57%.
20.00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 617 451-მა ამომრჩეველმა მიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 36%-ს შეადგენს. თბილისში კი აქტივობა 34,3%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.