"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, ქართულმა მხარემ უარი არ უნდა თქვას ლავროვი-ჯანელიძის შეხვედრაზე.
”თუ შეხვედრა იქნება მომზადებული და იქნება კონკრეტული თემები, სადაც იარსებებს შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არ მიმდინარეობს არავითარი მზადება, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, როდესაც 2 დღის წინ პრეზიდენტმა პუტიმა ცალ-ცალკე მიულოცა საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფაშიზმზე გამარჯვება, როდესაც გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება, ამ ყველაფრის ფონზე შეხვედრა მე მეჩვენება კონტპოზიტიურად. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ასეთი შეხვედრიდან. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კარგად გაიაზრონ ეს საფრთხე და უბრალოდ უაზრო პიარქულების ჩაწერისთვის ნუ ჩაატარებენ ასეთ შეხვედრას, რადგან ეს ვერ მოიტანს ვერანაირ სარგებელს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.