რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური იყო.
”ასეთ შეხვედრებს სჭირდება მომზადება. შეხვედრა უნდა იყოს გამიზნული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება და ეს გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, უნდა განამტკიცებდეს და დაფუძნებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა და მე ვფიქრობ, არაფერი მოულოდნელი ამაში არ უნდა ყოფილიყო.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ამ ჩიხიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაგვაჩნია დღეს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. შესაბამის განცხადება მიხეილ ჯანელიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.