”ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ქართულ-ამერიკულ სწავლებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას.
„გამორიცხულია, ჩვენ ვიხილოთ 2008 წლის შესაბამისი მოვლენები, რადგან ქართული მხარე პროვოკაციებს არ აყვება, მაგრამ, რაც შეეხება უშუალოდ მის შეფასებას, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან შარშან სწორედ ამ დროს ჩატარდა ამ ტიპისვე წვრთნები, ადრეც ტარდებოდა და მაშინ რატომღაც ხმა არ ამოუღია ბატონ მეჭიაურს. ბატონი მეჭიაური თავისთავად მარტო როგორც ადამიანი, არაფერი არაა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ”ქართული ოცნება” ამას როგორ უყურებს" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მეჭიაური კი არ გამორიცხავს, რომ ქართულ-ამერიკური წვრთნები, რომელიც საქართველოში 11 მაისს დაიწყება, სერიოზული პროვოცირების მიზეზი გახდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.