დავით ბერძენიშვილი: პრემიერმა მეჭიაურები და ჯაჭვლიანები საკუთარი პარტიის რიგებიდან გაათავისუფლოს და ნუ იქნება მათი მძევალი
09-05-2016, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”რესპუბლიკელი” დეპუტატის დავით ბერძენიშვილის აზრით, მმართველი გუნდის წევრი, თამაზ მეჭიაური პარტია ”ქართული ოცნებიდან” უნდა გარიცხონ.

 

 

”ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს ბატონი მეჭიაური და არა მხოლოდ ის, მისი თანაპარტიელებიც და თანაფრაქციელებიც. პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეჭიაური გამოდის საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსის წინააღმდეგ. ბატონმა მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელმაც რამდნეიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ”რესპუბლიკელი” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა. მეჭიაური ოპერატიულად გამოეხმაურა ლავროვს და საქართველოს თავდაცვის ”რესპუბლიკელი” მინისტრი სამხედრო წვრთნებისთვის, რომელშიც ამერიკელებიც მონაწილეობენ, ძალიან მკვახედ, მკაფიოდ და სახიფათოდ გააკრიტიკა. პირველი შემთხვევა არაა, როცა მეჭიაური ანტირესპუბლიკურ და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

 

 

ჯაჭვლიანმა დღეს მხარი დაუჭირა მეჭიაურს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია. პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ანუ პარტია ”ქართული ოცნების” ლიდერები, წამყვანი ფიგურები ამბობენ, რომ ეს თამაზ მეჭიაურის აზრია და მეჭიაურს ისინი არ ემიჯნებიან და პასუხს არ თხოვენ...

 

 

დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი არ არის ”ქართული ოცნების” ხაზი, რაც გასაგებია და რომ ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს მისი ”რესპუბლიკელი” მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება. ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკრიტიკა ძალიან მოზომილად პარტია ”ქართული ოცნება” და თქვა, რომ უკვირს, თუ რატომ დუმს ”ქართული ოცნება”. კვირიკაშვილს თუ იმის სურვილი აქვს, რომ განაახლოს ”ქართული ოცნება” (როგორც ჩანს, ამის შესაძლებლობა არ აქვს), ის კი არ აუნდა ეფარებოდეს ან ფორმალურად კი არ ემიჯნებოდეს მეჭიაურს, არამედ მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს ”ქართული ოცნებიდან”. თოფაძეც გარიცხული უნდა ყოფილიყო კოალიციიდან საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე შეტევისთვის და არა ხელგადასმული. მეჭიაურები და ჯაჭვლიანები საკუთარი პარტიის რიგებიდან გაათავისუფლოს და ნუ იქნება მათი მძევალი. ჯერ გადაწყვეტილება მიიღოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა - მეჭიაური არ უნდა იყოს მის პარტიაში. თუ მეჭიაური იქნება მის პარტიაში და მეჭიაურები არიან “ქართული ოცნების“ განმაახლებლები, მაშინ განახლება არის არა დემოკრატიის, არამედ რეტროგრადობის მიმართულებით", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, პრობლემა აქვს კვირიკაშვილს და არა ზაქარეიშვილს.

 

 

შეგახსენებთ, პაატა ზარეიშვილმა თამაზ მეჭიაურის მიერ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ აკვირვებს არა მეჭიაურის მოსაზრება, არამედ მთავრობის დუმილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი