"მინდა მივმართო, ბიძინა ივანიშვილს - გასცეს საზოგადოებას მყისიერი პასუხი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ", - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
"როგორც მეჭიაური, ისე თოფაძე აცხადებენ, რომ ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მეგობრები. საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს შეხედულება, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს აჟღერებენ. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ როგორია, ამაზე მან საზოგადოებას მყისიერი პასუხი უნდა გასცეს, რომ არ მიეცეს პროვოკაციების თუ სპეკულაციების საშუალება მის მიერ ხელდასმულ, მისი პატრონაჟით მოყოჩაღებულ თოფაძეს თუ მეჭიაურს. ეს რომ პატრონაჟია, არც ერთ მხარეს დაუმალავს და არც მეორეს. სანამ პარლამენტში მოვიდოდა საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, მეჭიაური ერთი უჩინარი დეპუტატი იყო. მისი ხმა არსად ისმოდა არც ამ მოწმვევის პარლამენტში და არც სხვა მოწვევების პარლამენტებში, სადაც ის ყოფილა. რაც ივანიშვილი წავიდა პარტიის უფროსობიდან მეჭიაურები რომ მოძლიერდნენ. ივანიშვილის საპასუხოა ქართული საზოგადოებისთვის, რატომ მოძლიერდა მეჭიაური - ივანიშვილის სახელით რომ ლაპარაკობს მათ შორის ანტინატოურ ამბებს. ივანიშვილსაც შეუქმნა ძალიან სერიოზული პრობლემა მეჭიაურმა, თოფაძემ და ასე შემდეგ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.