დავით უსუფაშვილი: არავის ვურჩევ კონკრეტულ თემაზე შორსმიმავალი დასკვნის გაკეთებას - მთავრობაში მანამდე ვიქნებით, სანამ ყოფნას შევძლებთ და საჭირო ვიქნებით
09-05-2016, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არა მგონია, ჩვენ დღეს საქმე გვქონდეს იმ შემთხვევასთან, როცა ვინმე გადადგომას ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.



”ვფიქრობ, რომ ”რესპუბლიკური პარტია“ ძალიან თანმიმდევრულად მიჰყვება იმ კურსს, რაც დაახლოებით თვენახევრის წინ გაცხადდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნებზე პარტია მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. რაც შეეხება უმრავლესობასა და მთავრობაში ყოფნას, ეს, ერთი მხრივ, დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებაზე და მეორე მხრივ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე. პირველივე კონკრეტულ თემაზე შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებას არავის ვურჩევ, მაგრამ იმას ვადასტურებ, რომ 27 მარტს, პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ ჩვენ მთავრობაში მანამდე ვიქნებით, სანამ ყოფნას შევძლებთ და ჩავთვლით, რომ ეს შესაძლებელი და საჭიროა. ამასობაში, საარჩევნო კამპანიის მოახლოებისთანავე მინისტრებს თანამდებობების შენარჩუნებას თავად კანონი უკრძალავს. მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ცხადია, მთავრობის შემადგენლობის საკითხები პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, მაგრამ არ მგონია, დღეს საქმე იმ შემთხვევასთან გვაქვს, როცა ვინმე გადადგომას, ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს. კონკრეტული საკითხი, რასაც მინისტრის და შემდგომ პრემიერის საჯარო განცხადება მოჰყვა, ძალიან კონკრეტული საკითხია. მოხარული ვარ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი და ”რესპუბლიკელი” მინისტრი ზაქარეიშვილი, ისევე როგორც ყველა ”რესპუბლიკელი” თანამოაზრე ვართ - ერთ აზრზე და იმას ვამბობთ, რომ ის განცხადებები, რომლებიც ჩვენს საერთო კურსს - პრემიერ-მინისტრის, მინისტრ ზაქარეიშვილის, თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის, პარლამენტის თავმჯდომარის უსუფაშვილის, თავმჯდომარის მოადგილის კობახიძის და ”ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების არაერთხელ გაცხადებულ კურსს არ შეესაბამება, როგორმე უნდა გავუმკლავდეთ, რადგან ამ ტიპის განცხადებები, რომ თითქოს საქართველოს იმ პროცესში ყოფნა აღარ უნდა, რა პროცესშიც დღესაც იმყოფება და ჩემს მიერ ჩამოთვლილი პირები ყველა ერთხმად და ცალსახად ამ კურსის ურყეობაზე მიანიშნებენ, ვისაც ამ კურსთან პრობლემა აქვს, მგონი, პირველ რიგში, ის ხალხია ჩამოსაყალიბებელი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. ვინც ამ საქმეში თანამოაზრეები ვართ, ჩვენ თანამოაზრეებად უნდა დავრჩეთ, ერთად ვიქნებით მთავრობაში თუ სხვაგვარად მოხდება უახლოეს მომავალში არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი