ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის გამონაკლისი დაუშვას და აშშ-ში ლონდონის ახლად დანიშნული მერი, მუსლიმი სადიყ ხანი შეუშვას. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
„თუ ის კარგად იმუშავებს, ეს მშვენიერი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, ლონდონის ახალმა მერმა განაცხადა, რომ მისი რელიგია არ მისცემს უფლებას ეწვიოს აშშ-ს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება.
ტრამპი აშშ-ში მუსლიმების ჩასვლის აკრძალვის მოწოდებით გასული წლის ნოემბერში, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გამოვიდა.
სადიყ ხანის არჩევის შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი ქლინთონმა „თვითერზე“ დაწერა: „ავტობუსის პაკისტანელი მძღოლის შვილი ლონდონის მერი გახდა. გილოცავ.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.