არმაზ ახვლედიანი პარტია ”ქართულ ოცნებას” ტოვებს. როგორც ახვლედიანი განმარტავს, ამის მიზეზი არის ის, რომ ”ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს არ უერთგულა.
ახვლედიანის თქმით, სამართლიანობისა და პროგრესის დროშით მოსული მმართველი პოლიტიკური ძალა თვითონვე იქცა სახელმწიფოს განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად, ამის მიზეზი კი ის პოლიტიკოსები გახდნენ რომელთაც ცვლილებები არ უნდათ.
საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბარს არმაზ ახვლედიანი დღეს 12 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.