სოფელ ატენში მოსახლეობის მიერ გუშინ დადგმული სტალინის ბიუსტი აიღეს
10-05-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის რაიონის სოფელ ატენში გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სტალინის ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს.

 

აღნიშნული ბიუსტი ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით დადგა.

 

როგორც ირკვევა, ვიდრე დემონტაჟი განხორციელდებოდა, უცნობმა პირებმა სტალინის ბიუსტს საღებავები შეასხეს.

 

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გამგეობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მათი შეფასებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სტალინის ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ბიუსტს საღებავები შეასხეს, როგორც სტალინს, ისე მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

„როგორც ხშირად ხდება, ამჯერადაც გამოჩნდა, რომ მოსახლეობის აზრი არავის აინტერესებს. თუ გამოხატვის თავისუფლებაა, ატენელებს ჰქონდა სურვილი, რომ სტალინის ძეგლი დაგვედგა. პატივს ვცემთ იოსებ ჯუღაშვილის პიროვნებას, თუმცა ჩვენი მოსაზრებები არავის აინტერესებს. ამგვარი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო და კატეგორიულად ვეწინააღმდგებებით“, - განაცხადა საუბრისას ატენის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მამუკა შატაკიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი