საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ჩეხ კოლეგას იან ჰამაჩეკის შეხვდა.
“გვქონდა ძალიან საინტერესო, მეგობრული საუბარი ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. შეხვედრისას, ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა და საქართველო ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობაში არიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ჩეხეთი არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის.
ჩვენ ვისაუბრეთ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზეც. ბატონმა ჰამაჩეკმა ბრძანა თავისი მოსაზრებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარლამენტის, ჩვენი ხალხის სურვილებთან და პერსონალურად მისი სახით, ჩეხეთის პარლამენტის სახით, ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური, ძალიან აქტიური მხარდამჭერი ამ პროცესში.
ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური, სავაჭრო კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ამისთვის ბევრი რამ კეთდება. უახლოეს თვეებშიც კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ მოხდება. სულ ორიოდე თვის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში და მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა კოლეგამ ბრძანა, რომ ჩეხეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით. ამან კიდევ უფრო გააძლიერა მოტივაცია იმისა, რომ ჩვენ, ორმა ქვეყანამ, მეტი გავაკეთოთ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.