თუ გადადგებიან „რესპუბლიკელი“ თანამდებობის პირები, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა და თუ საჭირო იქნება, პარტიაც, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატმა დავით და ლევან ბერძენიშვილების განცხადებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელებს“ კვლავ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია ჰგონიათ თავი.
„თუ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს ამ მკვდარი პოლიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომელსაც უფრო მეტად აქვს ხალხთან შეხება და დაიტოვებს ამ პოლიტიკურ მარგინალებს, მაშინ თავის თავს თავად გაუწევს დისკრედიტაციას“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისივე თქმით, თუ გიორგი კვირიკაშვილი დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას და გათავისუფლებს „რესპუბლიკელ“ პორტფელიან და უპორტფელო მინისტრებს - თინა ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს, მაშინ პრემიერს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება აღარ მოუწევს და მეჭიაური თავად წავა პარტიიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.