საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ომალოში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
”გუშინ ომალოში ზვავი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირის გადარჩენა კი ჩვენი მაშველების დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომლებმაც დაშავებული გამოიყვანეს. ადგილზე 3 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა”, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დაღუპულიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.