სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გორის რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 5-6 მაისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად მათი მოსავალი სრულად განადგურდა, ხელისუფლებიდან კი მათთან დასახმარებლად არავინ მისულა.
აქციის მონაწილეთა თქმით, სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს არც აგროდაზღვევა არ ანაზღაურებს.
აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში არიან შეკრებილები და ისინი პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტროს ჩართვას მოითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.