საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, იან ჰამაჩეკს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. ღრმავდება ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირები საქართველოსა და ჩეხეთს შორის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურა მაჭარაძე და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.